მათემატიკის კათედრა

ლია გიგაურიმათემატიკის მასწავლებელი

დიმიტრი არაბიძემათემატიკის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1986 წლის 19 იანვარს, ქალაქ თბილისში. 2002 წელს, დაამთავრა სსიპ ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა–მათემატიკის 199–ე საჯარო სკოლა. დაამთავრა ბაკალავრიატი - თსუ მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი და ასევე, მაგისტრატურა და დოქტორანტურა – თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (მათემატიკის მიმართულება). 2015 წელს მიენიჭა მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2002 წელს იყო 43–ე საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან (გლაზგო, შოტლანდია, შედეგი - სიგელი). 

2004 წლიდან მუშაობს სსიპ ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა–მათემატიკის 199–ე საჯარო სკოლა-პანსიონში. ამჟამად არის, მათემატიკის მასწავლებელი, მათემატიკის წრის ხელმძღვანელი, პანსიონის კოორდინატორი. ასევე, 2010 წლიდან მუშაობდა, თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სპეციალისტად. 2010-2011 წლებში მუშაობდა მენტორ მასწავლებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში. 2011 წლის ზაფხულში იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ტრენერი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

ელზა ფულაძემათემატიკის მასწავლებელი

ვახტანგ ჯაოშვილიმათემატიკის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1980 წლის 11 ივლისს. 1997 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თ.გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი (კომაროვი).


სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. დაამთავრა დოქტორანტურა და 2008 წელს მიენიჭა მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.


2004 წლიდან მუშაობს ,,კომაროვის’’ სკოლის მათემატიკის პედაგოგად. 2005 წლიდან მუშაობს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საგნის ლექტორად მიწვეული სპეციალისტის რანგში.2007 წლიდან იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის გამსწორებელთა ჯგუფის წევრი. 


2012-2024 წლებში იკავებდა ,,კომაროვის’’ სკოლის დირექტორის მოადგილის პოზიციას. 2021 წლიდან მუშაობს თავისუფალ უნივერისტეტში ალბათობისა და მათემატიკური სტატისტიკის მიწველ ლექტორად.2025 წლიდან  იკავებს ,,კომაროვის'' სკოლის დირექტორის პოზიციას.

მალხაზ ჯინჭარაძემათემატიკის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 6 მაისს. 1983 წელს დაამთავრა ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი. 1990 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.


1997 წელს მიღებული აქვს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება. 2007-2011 წლებში იყო ჩატარებული გაკვეთილის ავტორი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გადაღებულ ფილმში "მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება".

 

1987-დან 1990 წლამდე იყო ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.  1998-დან 2011 წლამდე იყო  მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადის ჟიურის წევრი და საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი მათემატიკაში.


2005-დან 2008 წლამდე იყო რესპუბლიკური ოლიმპიადის რეგიონალური ტურის კოორდინატორი აჭარაში. 1999 წლიდან დღემდე არის ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. ასევე, 2005 წლიდან დღემდე არის ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორების მათემატიკის კომისიის უცვლელი წევრი.

ივანე კვიტაშვილიმათემატიკის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1973 წლის 11 ნოემბერს. დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტერნატი (კომაროვი) ვერცხლის მედალზე. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე (1990-95). ასევე, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (1995-98).

მიღებული აქვს ჯილდოები: ღირსების ორდენი მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებებისათვის (09.2007) და საქართველოს წლის საუკეთესო მასწავლებელი (06.2010).

2005 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრში იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტის გამსწორებელი. 1998 -დან 2010 წლამდე იყო სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მათემატიკის წრის და შემდეგ მათემატიკის მასწავლებელი. 2008 -დან 2010 წლამდე იყო თბილისის N199 საჯარო სკოლა-პანსიონ „კომაროვის" მოსწავლეთა დისციპლინის კოორდინატორი. 2011-2025 წლებში იყო სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დირექტორი. ასევე, 2012 წლიდან გახლავთ თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ნინო გულუამათემატიკის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1971 წლის 18 ივლისს, ქ. სოხუმში. 1988 წელს დაამთავრა ვლ. კომაროვის  სახელობის ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტერნატი ვერცხლის მედალზე. 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით მათემატიკოსი, მათემატიკის მასწავლებელი.

1993-1997 წლებში მუშაობდა ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად, ასევე ზდუ-ს მათემატიკის კათედრაზე მათ. ანალიზის პრაქტიკულის მასწავლებლად. 

1999-2000 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის  ისნის რაიონის განათლების განყოფილების მათემატიკის მეთოდგაერთიანების თავმჯდომარედ.

2002 წლიდან დღემდე მუშაობს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.

2010 წელს სასერთფიკაციო გამოცდების შედეგების საფუძველზე მიენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებელის სტატუსი და 2011წ. გადაეცა  შესაბამისი სერთიფიკატი,( ხელს აწერს მინისტრი დიმიტრი შაშკინი) ასევე მიენიჭა მენტორ მასწავლებლის წოდება.

წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობდა მასწავლებლობის მაძიებელთა ჯგუფებთან.

ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვებულია მადლობის სიგელით(ხელს აწერს მინისტრი თამარ სანიკიძე)

მასწავლებელთა განვითარების სქემაში ჩართვის შემდეგ ჯერ მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, 2023 წელს კი მენტორ მასწავლებლის სტატუსი.

დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,სქელი ელიფსური ფილის თერმოდრეკადი წონასწორობის განტოლებები ელიფსურ საკოორდინატო სისტემაში’’ და მინიჭებული აქვს მშენებლობის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ნუგზარ პაპაშვილიმათემატიკის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1965 წლის 10 ნოემბერს. 

1983 დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. 

1990 წელს  დაამთავრა წარჩინებით ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა -მათემატიკის ფაკულტეტი.

1990 წლიდან მუშაობდა ა. რაზმაძის სახელობის 25-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, შემდგომ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში;

2018 წლიდან არის ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა- მათემატიკის სკოლის მასწავლებელი;

2011 წელს მიენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი. მუშაობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის გამსწორებელთა კომისიის წევრად.

ნონა ოზბეთელიშვილიმათემატიკის მასწავლებელი

გოჩა კუბლაშვილიმათემატიკის მასწავლებელი

ლუნა გუგეშაშვილიმათემატიკის მასწავლებელი

ვახტანგ აბრამიშვილიმათემატიკის მასწავლებელი

ნანა ჯაფარიძემათემატიკის მასწავლებელი

ნანი წულაიამათემატიკის მასწავლებელი

გიორგი ძაგანიამათემატიკის მასწავლებელი

ვლადიმერ ზატუაშვილიმათემატიკის მასწავლებელი

ხათუნა ჩხაიძე მათემატიკის მასწავლებელი

გიორგი პაპუკაშვილიმათემატიკის მასწავლებელი

ლერი ბანცურიმათემატიკის მასწავლებელი

ეკა ვეკუამათემატიკის მასწავლებელი

დაჩი ჭავჭავაძემათემატიკის მასწავლებელი

ბიოგრაფია


ოთარ ჩიტაიამათემატიკის მასწავლებელი

იოსებ ქრისტესიაშვილიმათემატიკის მასწავლებელი

ზურაბ აბაშიძემათემატიკის მასწავლებელი

ინფორმატიკა

პაატა მამფორიაინფორმატიკის მასწავლებელი

ფიზიკის კათედრა

ოთარი ღონღაძეფიზიკის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1983 წლის 15 დეკემბერს. 

2001 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის ფიზიკა-მათრმატიკური სკოლა.

2023-2008 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტში - ფიზიკის ფაკულტეტი;

2020 წელს ჩააბარა  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - ენერგეტიკის ფაკულტეტი, ელექტროინჟინერია (მაგისტრატურა);

2008 წლიდან დღემდე კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში იკავებს საბუნებისმეტველო მეცნიერებების  კათედრის ხელმძღვანელის პოზიციას;

2025 წლიდან – დღემდე კომაროვის ,,ონლაინ სკოლის''  ფიზიკის პედაგოგი და მიმართულების მენეჯერია.








არჩილ გელაშვილიფიზიკის მასწავლებელი

გია ვახტანგიშვილიფიზიკის მასწავლებელი

გიორგი ლომიძეფიზიკის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 12 ივლისს. 2010 წელს დაამთავრა სსიპ ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა. 2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ფიზიკის მიმართულებით. 2020 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა რადიაციული უსაფრთხოებისა და ბირთვული სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით. 2014 წლიდან მუშაობს სსიპ ვლადიმის კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ფიზიკის პედაგოგად. 2018 – 2020 წლებში იყო ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი და შემდეგ თავმჯდომარე. 2023-2025 წლებში მისი მონაწილეობით შეიქმნა და შემდგომ ხელმძღვანელობდა კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს „STEM სკოლას“ და „STEM ოლიმპიადას“. 2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით იყო კომაროვის სკოლის ფიზიკის ექსპერტ-კონსულტანტი და ფიზიკის კათედრის ხელმძღვანელი. გიორგი არის ფიზიკის გრიფირებული სახელმძღვანელოების თანაავტორი (გამომცემლობა „საქართველოს მაცნე 2019-2022 წ); 2021-2025 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტში, ფიზიკის კურიკულუმის განვითარების ექსპერტის პოზიციაზე; 2022-2024 წლებში სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცენტრში ფიზიკის რეცენზენტის (სახელმძღვანელოების გრიფირება) პოზიციაზე; 2022-2025 წლებში იყო ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს ტრენერი და კურსის „მეცნიერება და ტექნოლოგიების“ თანაავტორი, მათ შორის პროექტული დავალებების კრებულის თანაავტორი; 2021-2022 და 2024-2025 წლებში იყო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფიზიკის საგნობრივი ექსპერტი; 2024 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი; 2025 წლიდან არის სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დირექტორის პირველი მოადგილე STEM საგნების სწავლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ინდირა ნატრიაშვილიფიზიკის მასწავლებელი

ბიოგრაფია

ინდირა ნატრიაშვილი დაიბადა 1967 წლის 1 თებერვალს.

1984 წელს დაამთავრა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი.

1989 წელს დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ფიზიკის, გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1997 წელს მიღებული აქვს ფროსი კატეგორიის მასწავლებლის წოდება.

2002 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და მიიღო ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლის მაგისტრის ხარისხი.

2012 წლიდან არის სერტიფიცირებული მასწავლებელი ფიზიკასა და მათემატიკაში.

2019 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მიმართულებით და მოიპოვა დოქტორის ხარისხი.

1989 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და აქვს 36-წლიანი უწყვეტი პროფესიული გამოცდილება ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში.

1989–2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საბაზო გიმნაზიაში ფიზიკის მასწავლებლად.
2005–2012 წლებში საქმიანობდა ქ. თბილისის საშუალო სკოლა „ლამპარში“ მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად.
2012–2014 წლებში მუშაობდა ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლაში.
2014 წელს იყო სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ ფიზიკის მასწავლებელი.

2014 წლიდან არის ვ. კომაროვის სახელობის N199 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის ფიზიკის  მასწავლებელი.

არის სერტიფიცირებული მასწავლებელი ფიზიკასა და მათემატიკაში და აქტიურად არის ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში.

2016 და 2018 წლებში მონაწილეობდა CERN-ში განხორციელებულ სასწავლო ვიზიტებში.

ნათია მამულაშვილიფიზიკის მასწავლებელი

ქეთევან ღონღაძეფიზიკის მასწავლებელი

მიხეილ გაბესკირიაფიზიკის მასწავლებელი

თეიმურაზ კალატოზიფიზიკის მასწავლებელი

ჯემალ შენგელიაფიზიკის მასწავლებელი

ვახტანგ კურცხალიაფიზიკის მასწავლებელი

გიორგი კობახიძეფიზიკის მასწავლებელი

ქიმიის კათედრა

ლელა ბუბაშვილიქიმიის მასწავლებელი

ნინო ფარცვანიაქიმიის მასწავლებელი

ბიოლოგიის კათედრა

ნანა ვეკუაბიოლოგიის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა  25.05.54  ქ. ფოთში.

1972 წელს დაამთავრა ფოთის პირველი საშუალო სკოლა.

1972-1978 წლებში სწავლოობდა  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე.

1978 წლიდან 2000 წლამდე  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში იკავებდა, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობას;

1997 წელს დაიცვა დისერტაცია,ხოლო 2000 წლიდან დღემდე მუშაობს კომაროვის სახელობის 199-ე საჯარო სკოლაში;

2015 წელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

რუსუდან გაფრინდაშვილიბიოლოგიის მასწავლებელი

ნატო შათირიშვილიბიოლოგიის მასწავლებელი

ისტორიის კათედრა

დიანა არჯევანიძეისტორიის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1980 წლის 30 დეკემბერს.

1998 წელს დაამთავრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 2002 წელს და მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით.

2002-2004 წლებში ამავე უნივერსიტეტში სწავლა განაგრძო და მიიღო ისტორიის მაგისტრის ხარისხი.

პარალელურად, 2002-2004 წლებში დაეუფლა უცხო ენას( ინგლისური) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივეტსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე. 2004-2007 წლებში იყო ისტორიის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი.

პროფესიული საქმიანობა დაიწყო კერძო სექტორში, 2004-2008 წლებში მუშაობდა უცხოურ კომპანია „Al Shaam“-ში ოფის - მენეჯერად, სადაც მიიღო მნიშვნელოვანი ორგანიზაციული და მენეჯერული გამოცდილება.

საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობა 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც გახდა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის №124 საჯარო სკოლის მაძიებელი მასწავლებელი.

2011 წელს წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ისტორიასა და პროფესიულ უნარებში. 2011-2012 წლებში მუშაობდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად.

2013 წლის იანვრიდან არის კომაროვის  სახელობის სკოლაში ისტორიის მასწავლებელი, სადაც აქტიურად არის ჩართული როგორც სასწავლო, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესების განვითარებაში.

2015 წლიდან ამავე სკოლაში იკავებს ბავშვთა განვითარებისა და პროექტების სამსახურის მენეჯერის პოზიციას, რაც მოიცავს მოსწავლეთა განვითარების, შემეცნებითი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას.

2017-2024 წლებში თანამშრომლობდა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, (naec) სადაც იყო ისტორიის გამოცდების გამსწორებელთა კომისიის წევრი.

ნინო მელიქიძეისტორიის მასწავლებელი

თინა ლობჯანიძეისტორიის მასწავლებელი

გაგა ქორიძეისტორიის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1988 წლის 23 ივნისს. 2005-2009 წ.წ ი.ვ.ჯავახიშვილის სახელობის,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. პროფესია ისტორია,ხარისხი ბაკალავრი. 2011-2013 წ.წ ი.ვ.ჯავახიშვილის სახელობის,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათაფაკულტეტი,სპეციალობა,ქრისტიანობის ისტორია,ხარისხი მაგისტრი. 2013 წ. პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდა ,ისტორიაში, სერტიფიცირებული პედაგოგი. 2016 წლის პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდა, სამოქალაქო განათლება,სერტიფიცირებული პედაგოგი. 2016-2017 წ.წ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებლის მომზადების 1-წლიანი 60 კრედიტიანი პროგრამა, მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. 2019 წ მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუტუსი. სამუშაო გამოცდილება: 2019 წლის სექტემრიდან დღემდე თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის 199-ე საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ისტორია- სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. 2016-2017 სასწავლო წელი,თბილისის მე-16 საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. 2015 წლიდან დღემდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,პროგრამა,,ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ისტორიის კონსულტანტ მასწავლებელი. 2011-2013 წ.წ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,პროგრამა,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილე პედაგოგი, დამხმარე მასწავლებელი,აზერბაიჯანულენოვან თემში.

ვანო ელიკაშვილიისტორიის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1991 წლის 11 თებერვალს. 2009 წელს დაამთავრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა.

2009 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (სპეციალობა ისტორია). 2013 წელს მიიღო ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2013 წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულებით). 2015 წელს მიიღო ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2017 წელს ჩააბარა დოქტორანტურაზე და დღემდე აგრძელებს სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულებით).

2018-2019 წელს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

2023 წელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

2019-2020 წლებში იყო მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე.

2019 წლიდან არის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში.

2021 წლიდან არის სწავლების ხარისხის განვითარებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში.

2023 წლიდან არის საზაფხულო ბანაკის ხელმძღვანელი სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში.

 

გეოგრაფიის კათედრა

მაია ინწკირველიგეოგრაფიის მასწავლებელი

თამარ ქავთარაძეგეოგრაფიის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაბადა 1971 წლის 18 ნოემბერს, ქ. თერჯოლაში.

1988 წელს დაამთავრა  თერჯოლის #1 საშუალო სკოლა.

1989-1894 წლებში სწავლობდა აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო გეოგრაფიის ფაკულტეტზე, გეოგრაფია -ბიოლოგიის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრებისას მომენიჭა საშუალო სკოლის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებლის სტატუსი.

1994-1999 წლებში მუშაობდა თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის რაიონულ ცენტრში, გენეტიკის წრის ხემძღვანელად.

1999 წელს სწავლა განაგრძო აკადემიკოს გრ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჰემატოლოგიისა და ლაბორატორიული საქმის სხვა დარგებში, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 4 თვიან კურსებზე, რის შემდეგაც მომენიჭა ჰემატოლოგისა და ლაბორატორიული საქმის სპეციალისტის სტატუსი.

2004-წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა თბილისის კერძო სკოლაში- ,, იავნანამ რა ჰქნე“, გეოგრაფიის მასწავლებლად.

2008 წლიდან 2012 წლამდე, თბილისის #149 საჯარო სკოლაში ასწავლიდა გეოგრაფიას.

პარალელურად მუშაობდა თბილისის, იტალიურ სკოლა ,,ცისკარში“ გეოგრაფიის მასწავლებლად.

2012 წლიდან დღემდე  მუშაობს ,  ვ. კომაროვის სახელობის, თბილისის ფიზიკა-მათემატიკის ,#199 საჯარო სკოლის - გეოგრაფიის მასწავლებელად.

2010 წლიდან არის სერტიფიცირებული პედაგოგი გეოგრაფიაში.

2019 წელს მიენიჭა  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

მისი მოსწავლეები, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობდნენ და პირველი ადგილის დაკავებისათვის2013; 2015 და 2016 წლებში , განათლების სამინისტრომ დამაჯილდოვა სიგელებით და ორჯერ ფულადი პრემიით.

კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მაქვს უამრავ ტრენინგ კურსები გავლილი და მოპოვებული შესაბამისი სერთიფიკატები.

ეკონომიკა

შოთა ქათამაძესახელმწიფო და ეკონომიკის მასწავლებელი

სამოქალაქო განათლება

ნანა გეთიაშვილისამოქალაქო განათლების მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1956 წლის 7 ივნისს. 

1973 წელს დაამთავრა ვლადიმერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური საშუალო  სკოლა-ინტერნატი, 1977 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი ფაკულტეტი, ჟურნალისტის სპეციალობით (წარჩინებით), 1978 წელს კი - ამავე ინსტიტუტის  სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინრის სპეციალობით.

1978 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობაში (შემდგომში გამომცემლობა „სამშობლო“) სხვადასხვა პოზიციაზე.

2009 წლიდან არის ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და მათემატიკის სერთიფიცირებული პედაგოგი.

ჰყავს ორი ვაჟი.

 

უცხო ენების კათედრა

თამარ კირვალიძეინგლისურის მასწავლებელი

მაია ოთიაშვილიინგლისურის მასწავლებელი

ლალა წიკლაურიინგლისურის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა  1984 წელს, თბილისში. 

2001-2004 წლებში  უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 

2006-2008 წლებში  სწავლა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თარჯიმან-რეფერატის ფაკულტეტი.

2013 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის, ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ინგლისურის პედაგოგად. 

                                                                      

თამარ თარაშვილიინგლისურის მასწავლებელი

მაია ალავერდაშვილიინგლისურის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1961 წლის 22 იანვარს სიღნაღის   მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში. ტიბაანის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეში უცხოური ენების ფაკულტეტზე, ინგლისური ენის განხრით. 


უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მომენიჭა ინგლისური ენის ფილოლოგისა და პედაგოგის კვალიფიკაცია. 


მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტის და შემდეგ მთარგმნელის პოზიციაზე;

2003 წლიდან მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებლად ჯერ თბილისის 29-ე სკოლაში, ხოლო 2006 წლიდან დღემდე - თბილისის ვლადიმირ კომაროვის 199-ე საჯარო სკოლაში.;

2010 წელს ჩააბარა მასწავლებელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი გამოცდა სპეციალობასა და პედაგოგიურ უნარებში, შემდეგ კომპიუტერულ უნარებში; 

2014 წლიდან 2019 წლამდე მუაობდა ეროვნული გამოცდების ნაწერების გამსწორებლად;

2019 წელს მენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.  

თამარ ბენდიაშვილიინგლისურის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი - თბილისი

დაბადების წელი - 1977.31.05

დაამთავრა 61-ე საჯარო სკოლა

1994-1999 წლებში სწავლობდა ილ. ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო ინსტიტუტში;

1999-2000 წლებში მუშაობდა ჟურნალისტთა ფედერაციაში, უცხოური სექტორის ხელმძღვანელად;

2000-2005 მუშაობდა ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტში - ინგლისური ენის ლექტორად;

2005-დან დღემდე მუშაობს კომაროვის სკოლაში.

არის ინგლისური ენისა და გერმანულის პედაგოგი. 

არის წამყვანი მასწავლებელი

2012 წლიდან კომაროვის სკოლაში ხელმძღვანელობს  დრამის კლუბს,   დადგმული აქვს არაერთი სპექტაკლი. 

 

თამარ მშვენიერაძეინგლისურის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1969 წლის 9 იანვარს.

1987 წელს დავამთავრა თბილისის 24-ე საჯარო სკოლა. 1993 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის სპეციალობით.


1994 წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. 


2012 წლიდან არის სერტიფიცირებული მასწავლებელი. 2017-2021 წლებში იყო კომაროვის სკოლის პროექტ „ შაბათის სკოლის „ კოორდინატორი. 


2022 წლიდან დღემდე იკავებს სკოლის დირექტორის მოადგილის პოზიციას, სასწავლო პროცესისა და დისციპლინის მიმართულებით.

ნინო ნავერიანირუსულის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1967 წლის 7 თებერვალს.

1983 წელს დაამთავრა თბილისის №170 საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1994 წელს დაასრულა რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის ფაკულტეტი.


მისი პროფესიული კარიერა მჭიდროდ უკავშირდება საგანმანათლებლო სფეროში განვითარებასა და ინოვაციებს. 2010 წლიდან არის სერტიფიცირებული მასწავლებელი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი), ხოლო 2011 წელს მიენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი.


2012 წლის ნოემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, იგი აქტიურად მონაწილეობს სკოლის მართვისა და განვითარების პროცესებში:


2017-2021 წლებში იყო კომაროვის პანსიონის კოორდინატორი;


2021 წლის სექტემბრიდან დღემდე იკავებს სკოლის დირექტორის მოადგილის პოზიციას მოსწავლეთა ზრუნვისა და განვითარების მიმართულებით.

იულია ტერ-მიქაელიანირუსულის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის №128-ე საჯარო სკოლა.

2005 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის რუსული ენისა და ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი;

2007 წელს - ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სოციალური მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2005 წლიდან მუშაობს რუსული ენის პედაგოგად.

2005 – 2012 წწ. – საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული სასწავლებელილი;

2013-2016 წწ.- სერვანტესის სახელობის გიმნაზია Aia -Gess;

2010 წელს ჩააბარა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები რუსულ ენასა და პროფესიულ უნარებში;

2012 წელს  ჩაავაბარა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა ინგლისურ ენაში;

2017 წლის იანვრიდან დღემდე მუშაობს კომაროვის სახელობის სკოლის რუსული ენის მასწავლებელად;

2020 წელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი რუსულ ენაში.

ლელა არაბიძეგერმანული ენის მასწავლებელი

ქართული ენა და ლიტერატურა

თინათინ თვალჭრელიძექართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ქეთევან ბუხრაშვილიქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

თამარა ჩხაიძექართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ნათია ნაყოფიაქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ელენა თამაზაშვილიქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მაია მენთეშაშვილიქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ანი მალიძექართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

დალი სოროზნიშვილიქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

თამარ კობერიძექართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ლია გოგოხიაქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ბიოგრაფია

დაიბადა 1967 წლის 14 ნოემბერს.

1984 წელს დაამთავრა ქ. გალის შოთა რუსთაველის სახელობის 1-ელი საშუალო სკოლა. 

1989 წელს კი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება. ასევე დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული უცხო ენების კურსები. 

1885-1986 წლებში სწავლობდა ბრისტოლის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის სტუდენტის სტატუსით (ერთწლიანი პროგრამა). სამუშაო გამოცდილება 1989 29.08- დან 1990 01.09-მდე –ქ. გალის რაიონის სოფ. შეშელეთის ილია ვეკუას სახელობის საშუალო სკოლა –ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1990-1994 – ქ. გალის პირველი საშუალო სკოლა – –ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1990 -1994 –ქ. გალის რაიონის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი ,,ერისწყალი’’ პასუხისმგებელი მდივანი ( შეთავსებით); 

1994-2006 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი; 

2006 -2007 -საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი -რედაქტორი; 2007 -2008 -საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი-სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების რედაქტორი; 


 2005 -დან დღემდე – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199- ე საჯარო სკოლა – –ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2025 2026 სასწავლო წელს ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი; 

2005 – 2025 ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების გამსწორებელი;

2009-2020 ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის სამაგისტრო გამოცდების გამსწორებელი. სერტიფიკატები 2009- ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნა და მისი სწავლების მეთოდიკა; 

2010 – მასწავლებელთა პროფესიული უნარები-განვითარებისა და სწავლების თეორიები; 2010 – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკატი სერტიფიცირებული მასწავლებელი – #0000024 2010 წლის 27 სექტემბერი (სერტიფიკატი გაცემულია 2010 წლის 1 ოქტომბერს);

2014 წ – მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის სერტიფიკატი;

საბაზო კომბიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნას,, N000162, გაცემულია 2012 წლის 4 ივნისს; 

2015- სერტიფიკატი – უფროსი მასწავლებელი; 


2018 წამყვანი მასწავლებელი; 2019 მენტორი. 


დამატებითი ინფორმაცია 1995 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტუტუტში ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, საენათმეცნიერო ინფორმაციის განყოფილების რედაქტორად. 

2005--იდან დღემდე გახლავთ ეროვნულ გამოცდებში ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის გამსწორებელი, 2008-2009 ,,ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების უზუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიების შესახებ’’ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო კომისიის წევრი. 

2009-2026 წლებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გამსწორებელი, 2009-2020 წლებში ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ანალიტიკური წერისა და მსჯელობის ანალიზის ტესტის გამსწორებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი. 

2007 წელს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღესთან დაკავშირებული რესპუბლიკური კონკურსის ,,ილიას დღეები სკოლაში’’ ჟიურის წევრი, 1986-1988 წლებში ასევე გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის საველე ექსპედიციების მონაწილე აჭარაში, იმერეთსა და კახეთში.

2002 წელს მოიპოვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი #218 ქართული დიალექტოლოგიური ტექსტების კორპუსი დიალექტოლოგიური ფრაზეოლოგიითურთ (ქართლური დიალექტი) , 2009 წელს კი მუშაობდა ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტზე -სამყაროს ხატი(ქართული ხალხური პოეზიის ეთნოლინგვისტური ანალიზი). 

მონაწილეობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში. მისი საენათმეცნიერო მოხსენებები სხვადასხვა დროს დაბეჭდილია კრებულებში: ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, VI, თბილისი, 1996 წ, საენათმეცნიერო ძიებანი, VIII, თბილისი, 1999წ, და ბუნებრივ ენათა დამუშავება _ 3, თბილისი, მასალები, 2005 წ, ასევე ავტორია 25-ამდე საგანმანათლებლო ხასიათის სტატიებისა, რომლებიც დაბეჭდილია ჟურნალებში ,,მასწავლებელი’’ და ,,ახალი განათლება’’, არის რამდენიმე წიგნის ავტორი, მათ შორის, აკაკი წერეთლის ''ბაში-აჩუკის'' სწავლებისათვის (მეთოდური მითითებანი) თბილისი, 2019; ,,ნულიდან უსასრულობამდე - კომაროვის სკოლის ექვსი ათწლეული’’, 2025 წ. მონაწილეობდა მომხსენებლად საგანმანათლებლო კონფერენციებში: 2018 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანარგვის ხელშეწყობა; 

2019 - თანამედროვე გამოწვევები სასწავლო პროცესში, სხვადასხვა წელს მიღებული აქვს ჯილდოები 2006 წელს მადლობა-მოსწავლეთა 61-ე და 62-ე შემოქმედებითი ოლიმპიადა, 2006 ეროვნულ-საგანმანათლებლო ოლიმპიადა ,,თაობათა ხიდი’’პირველი პრემია, (ხელმძღვანელი); 2006 -მადლობა- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (საგამოცდო კომისიაში გაწეული მუშაობისათვის); 


2006 – ,,ირმის ნახტომის’’ მიერ გამოცხადებულ საახალწლო კონკურსის პროექტებში გამარჯვებული მასწავლებელი; 2007-მსოფლიო ენის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში I და II პრემიის მფლობელ მოსწავლეთა ხელმძღვანელი; 2007 –ტელეგადაცემის ,,ეტალონი’’ გამარჯვებული მოსწავლის დამრიგებლის სტიპენდია; 2007 – ეროვნულ-საგანმანათლებლო ოლიმპიადა II პრემია ,,ჩვენ, ენა და ქუჩა’’ (ხელმძღვანელი); 

2007 – ,,ირმის ნახტომის’’ მიერ გამოცხადებული საზაფხულო კონკურსი -ლიტერატურულ-ელექტრონული ჟურნალი ,,ურაკპარაკი’’ –II ადგილი; 2007 –სიგელი-,,წარმატებული მასწავლებელი’’; 2007 დიპლომი ნომინაციაში : ,,ქართულ-ესტონური საუკეთესო ერთობლივი პროექტი . ფონდი ,,ირმის ნახტომის’’ საშემოდგომო კონკურსში გამარჯვებული მასწავლებელი; 2008 – I პრემია-საველე პროექტი-ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლე’’(ხელმძღვანელი); 

2017 წელს -ესეები კონკურსი - მასწავლებლები კონსტიტუციაზე- გამარჯვებული მასწავლებელი; 


2023 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი ახალგაზრდა თაობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის.

ნანა თურქაძექართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მაია ყაზაიშვილიქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

სპორტი

დავით კეფაშვილისპორტის მასწავლებელი

მიხეილ ზაბახიძესპორტის მასწავლებელი

მუსიკა და ხელოვნება

მარინა ხომერიკიმუსიკის მასწავლებელი

რევაზ ბოყოველიხელოვნების მასწავლებელი

ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784